2013 წლის იანვარში დანიის სამეფო თეატრში სპექტაკლის „Amy: წითელი ოთახი“-ს პრემიერაა.
სპექტაკლი 2011 წელს, 27 წლის ასაკში გარდაცვლილი ინგლისელი მომღერლის ემი ვაინჰაუზის ცხოვრებას ეხება. ის ვარსკვლავის შემოქმედებით გზაზე, ცხოვრებისეულ პრობლემებსა და პირად დეტალებზე მოგვითხრობს, მათ შორისა მის დამოკიდებულებას ალკოჰოლის და ნარკოტიკებისადმი.
პიესას, 11 ავტორი ჰყავს და საფუძვლად ემის ინტერვიუები უდევს. ასევე დოკუმენტური მასალები საკონცერტო გამოსვლებიდან, მისი წერილები და სიმღერები ალბომებიდან „Frank“ და „Back to Black“.
თუ ვინ შეასრულებს სცენაზე ემის როლს და ვინ იქნება სპექტაკლის რეჟისორი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პრემიერის თარიღი უკვე დამტკიცებულია და დანიის სამეფო თეატრის სცენაზე 2013 წლის 30 იანვარს ემი ვაინჰაუზის ცხოვრება გათამაშდება.