საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ენერგეტიკის სამინისტროში თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
კალაძის განცხადებით, მომავალი კვირიდან შესაბამის ორგანოებთან დაიწყება მოლაპარაკება იმის შესახებ, თუ რამდენად და რამდენით შესაძლებელია ტარიფების გაიაფება.
„ჩემი პირველი ნაბიჯი იქნება ტარიფების თემაზე მუშაობა, რომელიც ძალიან აქტუალურია. მომავალი კვირის ორშაბათიდან შესაბამის ორგანოებთან დავიწყებთ მოლაპაკარებებს თუ რამდენადაა შესაძლებელი ტარიფების გაიაფება და რამდენით“, - განაცხადა კალაძემ.