ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს 10 ყველაზე ცნობილი და სკანდალური ფინანსური მაქინაციების სია გამოაქვეყნა.
ყველაზე მძლავრ ფინანსურ მაქინაციად 1960-იან წლებში დაარსებული კომპანიის Madoff Investment Securities-ის ფინანსური პირამიდის დამხობა გახდა. კომპანია 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს გაკოტრდა. შედეგად რამდენიმე მილიონი კერძო პირი თუ ფინანსური ორგანიზაცია დაზარალდა.
ენერგეტიკული კომპანია Enron-ის გაკოტრება მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა ამერიკელებისთვის. კომპანიის 47,3 მილიარდიანი აქტივები მისმა ხელმძღვანელებმა სკილინგმა და ფასტოვმა 7მილიარდ დოლარზე დაიყვანეს.
მესამე ადგილი ფინანსურ მაქინაციებში ამერიკის სიდიდით მეორე ტელეკომპანია WorldCom-ის გაკოტრება გახდა.
Stanford Financial Group-ის დამაარსებლის ალენ სტენფორდი 2009 წლის ზაფხულში კომპანიის 21 მეწილის საჩივრის საფუძველზე დააკავეს, ისინი სტენფორდს კოლოსალური ფინანსური პირამიდის შექმნაში ადანაშაულებდნენ.
ბანკ Societe Generale-ის ტრეიდერმა ჟერომ კორვიელმა სათაო ოფისს სამი წლის განმავლობაში არასანქცირებული ვაჭრობით რამდენიმე მილიონის ზარალი მიაყენა.
2000 წელს დაარსებულმა კომპანიამ L&G-მ და მისმა მმართველმა კაზუტსუგი ნამიმ კომპანიის შვიდი წლის განმავლობაში ყალბი დაპირებებით შეძლო 128,5 მილიარდი იენის მოზიდვა.
კიდევ ერთი ბანკის, ამჯერად შვეიცარიული UBS-ის ტრეიდერი კვეკი ადობოლი აღმოჩნდა ბრიტანეთის სკოტლანდ-იარდში, მან ფალსიფიცირებული დოკუმენტაციების შედეგად, რამდენიმე მილიონი დოლარის მითვისება მოახერხა.
ამერიკაში სიდიდით მესამე სააფთიაქო ქსელ Rite Aid-ის აღმასრულებელ დირექტორმა მარტინ გრესმა სააფთიაქო ანგარიშებზე 1,6 მილიონი დოლარი დააფიქსირა, რის შემდეგაც მსხვილი ბონუსები გამოწერა.
დენის კოზლოვსკიმ და მისმა თანაშემწემ მარკ შვარცმა ბერმუდის კუნძულებზე დაარეგისტრირეს კომაპანია Tyco Industrial, რომელშიც 1000-ზე მეტი კომპანია გაერთიანდა, ხოლო საერთი ანგარიშიდან კოზლოვსკიმ 600 მილიონი დოლარის დახარჯვა მოახერხა.
ბრიტანული ბანკის Barings-ის სინგაპურის განყოფილების ტრეიდერმა ნიკ ლისონმა 1995 წელს ბანკი გაკოტრებამდე მიიყვანა.ლისონის მიერ მიყენებულმა ზარალმა ორჯელ გადააჭარბა საკრედიტო ორგანიზაციის აქტივებს, რის შედეგადაც ბაკი სიმბოლურ თანხად-1 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.