ჩრდილოეთ ავღანეთში ქალაქ მაიმანში ადგილობრივ მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა-დაიღუპა 41 ადამიანი, ხოლო 50-ზე მეტი მძიმედ დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაღუპლთა შორის 15 სამართალდამცავია. ტერაქტი მუსლიმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულის იდ ალ-ადხას -ყურბან- ბაიარამის ლოცვისას განხორციელდა. ღვთისმსახურებას პროვინციის გუბერნატორი ფარიაბი და ადგილობრივი პოლიციის შეფიც ესწრებდონენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან.
გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულთა შორის 5 მცირეწლოვანი ბავშვია. ბევრი ბავშვი და ქალია დაშავებულთა შორისაც.
ჯერჯერობით ტერაქტის განხორციელება თავისთავზე არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა, როგორც წესი, ასეთ ტერაქტებს ორგანიზებას თალიბები უკეთებენ ხოლმე.