საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, კობა დავითაშვილი თბილისის მერიის მიერ გაცემული დაპირებების შესასრულებლად ახალი მთავრობისგან ფულადი სუბსიდიების მოთხოვნას უზნეობას უწოდებს.
ამის შესახებ მან მაესტროს პრესკლუბში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყოფილ უმრავლესობას ბოლომდე ოპოზიციური არ შეიძლება ეწოდოს, რადგან მათ პრეზიდენტი ჰყავთ, საკრებულოში უმრავლესობა ჯერ კიდევ ჰყავთ და ამ ხელისუფლების თანაზიარნი არიან.
„თბილისის მერიაში ამბობენ, რომ თუ ახალი მთავრობა გამოუყოფს ფულს, ბინებს ააშენებენ, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ თბილისს თავისი ბიუჯეტი აქვს, საკრებულოში უმრავლესობა კვლავ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს, მერიც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელია და აქედან გამომდინარე ახალი მთავრობისგან ფულადი სუბსიდიების მოთხოვნმა მათ მიერ გაცემული დაპირებების შესასრულებლად, ელემენტარულად უზნეობად მიმაჩნია", - აღნიშნა დავითაშვილმა.