ვლადიმერ მარკინი:  რაზვოზჟაევის და მისი მომხრეების აღიარებაზე უარის თქმა  არაფერს ნიშნავს

ვლადიმერ მარკინი: რაზვოზჟაევის და მისი მომხრეების აღიარებაზე უარის თქმა არაფერს ნიშნავს

"მემარცხენე ფრონტის“ წარმომადგენელი ლეონიდ რაზვოზჟაევი რუსეთში მასობრივი არეულობების მოწყობის შესახებ აღიარებითი ჩვენების მიცემას უარყოფს და აცხადებს, რომ მან იგი ზემოქმედების ქვეშ დაწერა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი გამოეხმაურა რაზვოზჟაევის განცხადებას და აღნიშნა,რომ ეს განცხადება არაფერს ცვლის.

„თუ ბატრონი რაზვოზჟაევი და მისი მომხრეები ფიქრობენ, რომ მათი ჩვენების მიცემას ან შემდგომ უარყოფას რაიმე მნიშვნელობა გააჩნია აღძრულ სისხლის სამართლის საქმისთვის, ძალიან ცდებიან. გამოძიებას საკმარისად გააჩნია სხვა დამამტკიცებელი ფაქტები იმის, რომ ისინი მასობრივი არეულობებისმოწყობას გეგმავდნენ რუსეთში და ამაში თანხებსაც იღებდნენ.“,-ეს განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მარკინმა დღეს გაააკეთა.

ლეონიდ რაზვოზჟაევმა გამოძიებას მიმართა და მოითხოვა  დაიწყონ გამოძიება საგამოძიებო კომიტეტის მიერ მისი აღიარებითი ჩვენების ძალით ჩამორთმევის, აგრეთვე უკრაინაში რუსი სამართალდამცავების მიერ, მისი გატაცების გამო.