ამერიკელმა დიზაინერებმა შექმნეს კოვზისა და დანების ახალი კოლექცია, რომელზეც ცნობილი ადამიანების ტუჩებია გამოსახული. მათ შორის არიან, ვარსკვლავები: მადონა, შერი, კიმ კარდაშიანი, ანა ნიკოლ სმიტი, ბრიტნი სპირსი და ა.შ.
მერლინ მონროს ტუჩები დახატულია არა კოვზზე, არამედ დანაზე. ამ კოლექციის შთაგონების წყარო დიზაინერებისთვის მეთხუთმეტე საუკუნის მაგიდის კოვზების კრებული გახდა. ის მოიცავდა 12 სხვადასხვა ზომის კოვზს და აერთიანებდა რელიგიურ თემას იესო ქრისტესა და მის მოციქულებზე.
დიზაინერებმა ახალ კოლექციაში The Original Supper მთლიანად ამოიღეს, და კულტურულით ჩაანაცვლეს, რელიგიური თემა.
ახალი კოლექცია საკმაოდ ძვირია, მაგრამ მასზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. The Original Supper-ის მთლიანი კომპლექტის ღირებულება 6500 დოლარს შეადგენს.