გრიგოლ ვაშაძე: მიხარია, რომ რომ უწყების ახალი ხელმძღვანელობის პრიორიტეტები იგივე რჩება

გრიგოლ ვაშაძე: მიხარია, რომ რომ უწყების ახალი ხელმძღვანელობის პრიორიტეტები იგივე რჩება

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მოხარულია, რომ უწყების ახალ ხელმძღვანელობის პრიორიტეტები იგივე რჩება. ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, გადაბარების პროცესი ცივილიზებულად და მეგობრულად ჩატარდა.

„ყველა, ვინც ამ სამინისტროში რჩება ან მიდის, ერთად არის ნამუშევარი, ერთი სამშობლო გვაქვს, ქვეყანა და საგარეო პოლიტიკა ადგილზეა. ქვეყნის ინტერესების დაცვა ისეთივე საჭიროა, როგორც ადრე, ამიტომ ძალიან კოლეგიალურად გავიარეთ ყველა საკითხი, რომელიც სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი, მისაღები და გასაგრძელებელი. ძალიან მიხარია, რომ პრიორიტეტები იგივე რჩება, კერძოდ, ევროკავშირი, ნატო, კარგი ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან, მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა. ის, რომ საქართველო მსოფლიოს ყველა რეგიონში არის წარმოდგენილი და ყველგან საიმედო პარტნიორები ჰყავს, უაღრესად მნიშვნელოვანია. რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ევროპა და აშშ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საიმედო პარტნიორები ყველა რეგიონში გვყავს და საქართველოს მსოფლიო საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია“, - განაცხადა ვაშაძემ.

 რაც შეეხება სხვა პრიორიტეტებს, საგარეოს ექს-მინისტრი ამაზე კომენტარს აღარ აკეთებს, თუმცა ახალ სამინსიტროს წარმატებები უსურვა.

„მინდა, სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას წარმატება ვუსურვო და მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას კოლეგებს, რომლებთან ერთადაც ამ შენობაში 4 წელი გავატარე. ძალიან დიდი მადლობა ჟურნალისტებს, რომლებმაც 4 წელი არ მომასვენეთ", - განაცხადა ვაშაძემ.