ნიუ-იორკში დააკავეს პოლიციელი, რომელიც ეჭვმიტანილია ათეულობით ქალის გატაცების, გაუპატიურების, წამებისა და შემდეგ მათი ორგანოების საკვებად მოხმარების დაგეგმვასა და მცდელობაში.
როგორც აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, გილბერტო ვალე ჯერჯერობით დაუდგენელ თანამზრახველებთან ერთად, ელექტრონული ფოსტის საშუალებით განიხილავდა საშინელი გეგმის დეტალებს, თუ როგორ უნდა გაეგუდათ მსხვერპლი, მიეყვანათ სახლში ჩაეტარებინათ მთელი რიგი „პროცედურები“ შემდეგ ნელ ცეცხლზე შეეწვათ და გემრიელად ევახშმათ.
ხელისუფლებამ 28 წლის ვალეს ზრახვების შესახებ, მისი ყოფილი მეუღლისგან შეიტყო. საბედნიეროდ არც ერთი ქალბატონი, მისი ქმედებებით არ დაზარალებულა.
გამოძიების განცხადებით ვალე მანჰეტნზე პოლიციის, ერთ-ერთ, საგუშაგოზე მუშაობდა და ხელი მიუწვდებოდა პოლიციის მონაცემთა ბაზასთან, სწორედ აქ არჩევდა ის შესაძლო მსხვერპლს.
პოლიციამ მის კომპიუტერში აღმოაჩინა ასობით ქალბატონის სახელები, ფოტოები მისამართები და სხვა მონაცემები. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ვალე, ერთ-ერთ, შესაძლო მსხვერპლს რამდენჯერმე შეხვდა.
იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალდებები დაუდასტურდება, სამუდამო პატიმრობა ელის.