ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამ წუთებში უკვე ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს ხვდება.
ფანჯიკიძეს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, კართან გრიგოლ ვაშაძე შეეგება.
ფანჯიკიძეს თან ახლავს დავით ზალკანიანი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშაძე და ფანჯიკიძე ჟურნალისტებისთვის ერთობლივ პრეს-კონფერენციის გამართვას აპირებენ.