მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ბარი კუმერმა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შავ ჩანაწერებში, მისი აქამდე უცნობი სიმღერა აღმოაჩინდა.
სპეციალისტების აზრთ ეს არის, კომპოზიტორის მიერ დაწერილი ცნობილი კათოლიკური ჰიმნი Pange lingua, რომელიც ძირითადად ორღანზე სრულდება.
სიმღერა დაახლოებით 1820 წელს შეიქმნა. ის ავსტრალიის ჰერცოგს რუდოლფს მიეძღვნა.
კომპოზიცია 2010 წელს გამოქვეყნდა, თუმცა მაშინ ექსპერტები დარწმუნებული არ იყვნენ, იმაში, რომ ეს ნაწარმოები მართლა ბეთხოვენს ეკუთვნოდა. იყო მოსაზრება, რომ შეიძლებოდა ის სხვა ახალბედა კომპოზიტორის ყოფილიყო, რომელსაც ბეთჰოვენი უბრალოდ სწორად ამუშავებდა. „მე ნამდვილად გაოცებული დავრჩი, როცა დავრწმუნდი იმაში, რომ ეს ნაწარმოები მართლა ბეთჰოვენს ეკუთვნოდა, რომ არ მცოდნოდა მისი ხელწერა როგორ გამოიყურება, შესაძლოა არ დამეჯერებინა, რომ მას ამდაგვარი მუსიკის შექმნაც შეეძლო“-ამბობს ბარი კუპერი. „ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ რას მოღვაწეობდა კომპოზიტორი სიცოცხლის ბოლო წლებში“-დასძენს პროფესორი კუპერი.
მასაჩუსეტსკის უნივერსიტეტის პროფესორი ბარი კუპერი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ცხოვრებისა და შემოქმედების, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მცოდნე და ექსპერტია. 30 წლის წინ, სწორედ მან აღმოაჩინა, ბეთჰოვენის „მეათე სიმფონია“, რომლის დასრულება კომპოზიტორმა ვერ მოასწრო.