დავით სერგეენკო: ჯანდაცვის მიმართულებით  გამოკვეთილია პრიორიტეტული საკითხები, რომლებზედაც დღეიდანვე უნდა ვიზრუნოთ

დავით სერგეენკო: ჯანდაცვის მიმართულებით გამოკვეთილია პრიორიტეტული საკითხები, რომლებზედაც დღეიდანვე უნდა ვიზრუნოთ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის სამინისტროში დილის 10 საათიდან იმყოფება. მან  მან უწყების თანამშრომლებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

„შეხვედრები მქონდა მოადგილეებსა და სამსახურის უფროსებთან. განვიხილეთ დღევანდელი უშუალო ამოცანები, რომლებიც დღეს სასწრაფო იყო.  ახლა ვეცდები მთლიანად სამინისტროს ყველა თანამშრომელს შევხვდე. უკვე დაგეგმილია შეხვედრები. გამოკვეთილია პრიორიტეტული საკითხები, რომლებზედაც დღეიდანვე, სწრაფად უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა სერგეენკომ.