სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერმინისტრმა ტიგრან სარქისიანმა საქართველოს ახალ პრემიერმინისტრსს თანამდებობა მიულოცა და ვიზიტით ერევანში მიიწვია. სარქისიანი იმედს გამოთქვამს, რომ მათ ორმხრივ თანამშრომლობას ახალი იმპულსები მიეცემა.
„სომხეთის რესპუბლიკის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტის დაკავებას.
გისურვებთ წარმატებას და მრავალმხრივ მიღწევებს ამ რთულ და საპასუხისმგებლო მისიაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალებით შევძლებთ ახალი იმპულსები მივცეთ ორმხრივ თანამშრომლობას, რომელიც ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუონოვან მეგობრობაზეა დამყარებული.
ვსარგებლობ შემთხვევით და ოფიციალური ვიზიტით გიწვევთ სომხეთში თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს“,-ნათქვამია ტიგრან სარქისიანის მილოცვის წერილში.