ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველი  სხდომა მიმდინარეობს

ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა მიმდინარეობს

ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლში ახალი მინისტრთა კაბინეტი პირველ სხდომას მართავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პირველ სხდომაზე მოადგილეების დამტკიცების საკითხებსა და იმ სტრატეგიას განიხილავენ, რის მიხედვითაც მუშაობა უნდა დაიწყონ.

„პირველ სხდომაზე განვიხილავთ მოადგილეების დამტკიცების საკითხს და სტრატეგიას, როგორ უნდა დავიწყოთ მუშაობა და, საერთოდ, როგორი ურთიერთობები უნდა გვქონდეს“, - განაცხადა  ივანიშვილმა.

ივანიშვილმა განმარტება გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, შაბათს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია გაიმართება,  ორშაბათს კი,  მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცება მოხდება.