სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც აქციას მართავდნენ, თბილისის მერიაში შეიჭრნენ. ისინი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ.
წინააღმდეგობის გაწევას სოციალურად დაუცველებისთვის მერიის დაცვის სამსახური შეეცადა, თუმცა მათ მეორე სართულზე აღწევა მოახერხეს.
სოციალურად დაუცველები დაცვის თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაწყოფასა და ზეწოლაშიც ადანაშაულებენ.
„ვითხოვთ ბინებით დაკმაყოფილებას. არ გვაქვს სახლი, კარი და იმიტომ შემოვედით აქ. ნუთუ არ მაქვს საქართველოში მოვითხოვო საკუთარი სახლი. დაცვა კი ხელით შემეხო და თმებით მათრია“, - აცხადებს ერთ ერთი სოციალურად დაუცველი ქალბატონი.
მერიის შენობაში შეჭრილ სოციალურად დაუცველ პირებს ამ წუთებში მერიის სოციალური მომსახურების ცენტრის სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა ქაცარავა ხვდება. შეხვედრაზე იმყოვებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც.