კოლუმბიის ხელისუფლებამ 1,3 ტონა კოკაინის ტვირთის დაკავება შეძლო. ნარკოტიკების დიდი პარტია სან-ანდრესის კუნძულთან მდგომ გემში ინახებოდა. შავ ბაზარზე ტვირთის ღირებულება 38 მილიონ დოლარს შეადგენს.
„ნარკოტიკები დამალული იყო მცენარეული ცხიმის ყუთებს და ძაღლის საკვების პაკეტებს შორის “,-აცხადებენ ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალები.
სან-ანდრესის კუნძულზე ეს უკვე ამ კვირაში განხორციელებული მეორე სპეცოპერაციაა.
კოლუმბიელებმა ამერიკის საზღვაო დაცვასთან ერთად 22 ოქტომბერს 1120 კილოგრამი კოკაინის დაკავება შეძლეს.
სან-ანდრესის კუნძული ერთ-ერთი პოპულარული დასასვენებელი კუნძულია კოლუმბიაში, თუმცა ამავე დროს ის ნარკოტიკების გადაზიდვის რგოლია. აქედან კოკაინი გადააქვთ ცენტრალურ ამერიკაში და კარიბის ზღვის კუნძულებზე.