ნიდერლანდელ  ბავშვებს მალე შეიძლება 3-3 დედ-მამა ჰყავდეთ

ნიდერლანდელ ბავშვებს მალე შეიძლება 3-3 დედ-მამა ჰყავდეთ

ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას აპირებს. ბავშვებს შესაძლებელია 2-ზე მეტი დედ-მამა ჰყავდეთ. ამ ცვლილებას რამდენიმე პარტიამ ერთდროულად გაუკეთა ინსცენირება.

ბავშვზე მეურვეობის გაწევა შეუძლიათ როგორც ერთსქესიან მშობლებს, ასევე ჩვეულებრივ დედ-მამას, ასევე ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ნაყოფის ჩასახვაში.

ნიდერლანდების პარტია „მწვანეების“ წარმომადგენელი კანონპროექტის ცვლილებას შემდეგნაირად ხსნის: მაგალითად ბავშვს, რომელიც ერთსქესიან ოჯახში ცხოვრობს, სურვილი აქვს ეკონტაქტოს ბიოლოგიურ დედას ან მამას, რატომ უნდა ავუკრძალოთ ბავშვს ეს სურვილი?  ამჟამად ნიდერლანდებში არსებული კანონის მიხედვით, ბიოლოგიურ მშობლებს, თუ ბავშვს სხვა ოჯახი ზრდის, ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ.