კანადელი ცოლ-ქმარი კაფერები, 84 წლის ესტერი და 85 წლის მარტინი უკვე სამოცი წელია ერთად არიან. ისინი 1953 წელს დაქორწინდნენ და მას შემდეგ დედამიწის გარშემო მოგზაურობენ.
რამდენიმე დღის წინ, კაფერები კილიმანჯაროს მწვერვალს ეწვივნენ. მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულმა ცოლ-ქმარმა აფრიკის ყველაზე მაღალი მწვერვალი დალაშქრა.
ოჯახი საკუთარი მიღწევებით მოპოვებულ თანხებს, ყოველთვის საქველმქმედო ფონდებს სწირავს. ამჯერადაც ისინი იმედოვნებენ, რომ მათი რეკორდის გინესის წიგნში ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ საშუალება მიეცემათ შემოსული თანხა ალცაიმერით დაავადებულთა საქველმოქმედო ფონდს გადასცენ.
კაფერებამდე ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც კილიმანჯაროზე ავიდა, 89 წლის ამერიკელი რიჩარდ ბრილი იყო.
კაფერები კანადიდან შვეიცარიაში წამოსული ემიგრანტები არიან. მარტინი ძალიან აქტიური ალპინისტია, მას მსოფლიოს 500-ამდე მწვერვალი აქვს დაპყრობილი, აქედან პირველი 75, კანადაში.