დავით უსუფაშვილი: მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში 5 ნოემბრამდე შევა

დავით უსუფაშვილი: მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში 5 ნოემბრამდე შევა

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით,  მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში 5 ნოემბრამდე შევა.

თუმცა მისი თქმით, პროცედურები და ვადების დაცვა რთული და დროში  გაწელილი ამოცანაა

„ახალ მთავრობას მოუწევს პრაქტიკულად კვირა ნახევრის განმავლობაში ძველი ბიუჯეტის გადაწყობა ახალ პროგრამაზე, ამიტომ მათ შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

აღნიშნულის გათვალისწინებით ის ვარაუდობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე დამტკიცდება.

„ახლა ჩვენი ამოცანაა კომიტეტების მუშაობის რეჟიმში გადაყვანა და ამ შენობის პირობების გაუმჯობესება, რაც შეეხება პარლამენტის შენობის ადგილსამყოფელს, ეს მომავლის საკითხია", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება ქვეყნის საკონსტიტუციო მოდელს, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნულზე მუშაობის დაწყებას, დეკემბრამდე არ უნდა ველოდოთ.