Associated Press -ის ინფორმაციით, დღეს დილით სირიაში აჯანყებულებმა შეძლეს ალეპოს ერთ-ერთი ძირითადი რაიონის-ქურთების კვარტალის დაკავება.
გავრცელებული ინფორმაციით, სირიის სახელისუფლო არმია ნელ-ნელა უკან იხევს და კვარტალებს აჯანყებულებს უთმობს. რამდენიმე დღის წინ, აჯანყებულებმა კონტროლი აღადგინეს ალეპოს ქრისტიანულ კვარტლებზეც .
გარდა ამისა დაიწყო ბრძოლები ალეპოს ადგილობრივი აეროდრომის დასაკავებლად.
გუშინ გაეროსა და არაბული ლიგის სახელმწიფოების სპეციალურმა წარმომადგენელმა ლაჰდარ ბრაჰიმმა გააკეთა განცხადება, რომ ბაშარ ასადისა და სირიელი აჯანყებულების შეთანხმება ყურბან -ბაირიამის დღეებში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, შეიძლება "შერიგების დასაწყისი აღმოჩნდეს".