The Daily Telegrafh--ის ინფორმაციით, ცნობილი გახდა ჩრდილოთ კორეის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ კიმ ჩხოლის დასჯის სცენარი. იგი ბოძზე გააკრეს,მინომეტი ესროლეს და ასე დასაჯეს სიკვდილით.
გამოცემის თანახმად, სწორედ ასე შეასრულეს კორეელმა სამხედროებმა ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინის ბრძანება, რომელმაც გენერლის სიკვდილით დასჯისას ასეთი ბრძანება გასცა: მისგან თმის ბეწვიც კი არ უნდა დარჩეს!
გენერლის სიკვდილით დასჯის მიზეზი კორეის ყოფილი ბელადის კიმ ჩენ ირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დადგენილი ტრაურის ნორმებისგან გადახვევა გახდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ტრაურის დღეებში სასმელი დალია.
დასავლელი და ადგილობრივი ექსპერტები წერენ იმაზე, რომ კიმ ჩენ ინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უგზოუკვლოდ გაქრა რამდენიმე ათეული მაღალჩინოსანი და ამას ინის ხელისუფლება „წმენდას“ უწოდებს.