სააგენტო France-Presse-ის ინფორმაციით, დღეს კუბის ხელისუფლებამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო-გაუადვილდეს ქვეყანაში დაბრუნების წესები ემიგრაციაში წასულ კუბელებს. ეს წესი ძირითადად,შეეხებათ იმ ადამიანებს, ვინც 1994 წელს კუბა-ვაშინგტონის საემიგრაციო შეთანხმების შემოღების შემდეგ დატოვეს ქვეყანა.
წესები გავრცელდება აგრეთვე იმ ექიმებსა და სპორტსმენებზე, რომლებიც 1990-იანი წლებიდან გაიქცნენ ქვეყნიდან. ხელისუფლება მათი რეპატრიაციის საკითხსაც განიხილავს, ვინც ქვეყანა დატოვა ისე, რომ 16 წელი შესრულებული არ ჰქონდა.
კუბის მოსახლეობა ამჟამად 11 მილიონს შეადგენს, კიდევ 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძირითადად კი ფლორიდაში.