ნიკა ლომინაძის და გია გვიჩიანს მისი ძმის მკვლელობის დამკვეთის ვინაობის დასახელებას სთხოვს

ნიკა ლომინაძის და გია გვიჩიანს მისი ძმის მკვლელობის დამკვეთის ვინაობის დასახელებას სთხოვს

 "გია გვიჩიანს შეუძლია თქვას, ვინ იყო ნიკა ლომინაძის მკვლელობის შემკვეთი", - ამის შესახებ „პალიტრატვ"-ის "ეი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის, მოკლული ნიკა ლომინაძის დამ თამარ ლომინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობაში მყოფ გია გვიჩიანს მკვლელობის შემკვეთზე ინფორმაცია აქვს.

ამასთან, ლომინაძის ოჯახი ხელახალ გამოძიებას და მკვლელობის შემკვეთის გამოვლენას ითხოვს.

„ჩვენს ოჯახს მომხდარ ტრაგედიას ვეღარაფერი შეუმსუბუქებს, მაგრამ მკვლელის ვინაობის დადგენა გვინდა, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი რაღაცეები აღარ მოხდეს. ხელისუფლება რომ შეიცვალა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვიჩიანი აღარაფერში არ არის დამნაშავე. მან უნდა თქვას, რაც მართლა რეალურად იცის და მე მგონია, რომ მან მართლა იცის, რა მოხდა იქ. ერთმანეთთან არ იყვნენ იზოლირებულები, რომ არ სცოდნოდათ, ერთ დეპარტამენტში რა ხდებოდა", - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

ცნობისთვის  „ეი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, საკუთარ სახლში მოკლეს. მკვლელობის დამკვეთად კი გია გვიჩიანი დასახელდა, რომელიც 2006 წელს დააკავეს და უკვე შვიდი წელია, სამუდამო პატიმრობაში იმყოფება.