კომპანია „თელასის“ ცენტრალურ ოფისთან კომპანიის ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ხალხის სიმრავლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა კომპანიის კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გადადგომა და სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებაა.
მათივე თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნაა ხელფასების ზრდა და სამუშაო პირობების გადახედვაა.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ფართომასშტაბიან გაფიცვებს გავაგრძელებთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს დირექტორი წავა. ვინც არ უნდა მოვიდეს კომპანიაში, იმედია, ხალხის აზრს ყურადღებას მიაქცევს“, -აცხადებენ აქციის მონაწილეები.