საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას პარლამენტის წევრებმა ნდობა გამოუცხადეს. რეგისტრაცია 142 პარლამენტის წევრმა გაიარა. 88 მომხრე 54 წინააღმდეგ, საქართველოს ახალი მთავრობა დამტკიცებულია.
მინისტრთა კაბინეტი დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ირაკლი გორდულაძემ წარუდგინა.
ახალი კაბინეტის შემადგენლობა ასეთია - პრემიერ-მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი
თავდაცვის მინისტრი და პირველი ვიცე–პრემიერი – ირაკლი ალასანია
შინაგან საქმეთა მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე
ეკონომიკის მინისტრი- გიორგი კვირიკაშვილი
ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური
სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით კირვალიძე;
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნევლყოფის მინისტრი – დავით სერგეენკო
სასჯელაღსრულების მინისტრი – სოზარ სუბარი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი
კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი – გურამ ოდიშარია
ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - კახა კალაძე იგი ასევე იქნება ვიცე-პრემიერიც.
სახელმწიფო მინისტრი ევროპის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში – ალექსანდრე პეტრიაშვილი
სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში – პაატა ზაქარეიშვილი
დევნილთა და განსახლების მინისტრი - დავით დარახველიძე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია, რომელიც მომავალში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი
სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – კონსტანტინე სურგულაძე
გარემოს დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე
დასაქმების მინისტრი -კახაბერ საკანდელიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე დროებით დაინიშნა.შემდეგ, რაც ოფიციალურად გაუქმდება დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტი, საკანდელიძე საქმიანობას ჯადაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს.
საპარლამენტო უმცირესობამ ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ახალი მთავრობის დამტკიცება პარლამენტარებს , მინისტრებსა და პრემიერ-მინიტრ ბიძინა ივანიშვილს მიულოცა.
პარლამენტის პლენარული სხდომა დასრულებულია.