პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „ნაციონალებს" 7 ნოემბერი, 26 მაისი და ქვეყნიდან წასული მაღალჩინოსნები შეახსენა.
მისი თქმით, საქართველოს დისკრედიტაცია პატიმრების ცოცხებით გაუპატიურება იყო და არა ის, რასაც ბიძინა ივანიშვილს აბრალებთ,
როგორც კობახიძემ უმცირესობის წარმომადგენელს, ნუგზარ წიკლაურს განუცხადა, სწორედ მათ მთავრობაზეა 7 ნოემბერსა და 26 მაისს მოხმდარ ფაქტებზე პასუხისმგებლობა.
„ისინი პასუხისმგებლობას გაექცნენ, თუმცა აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი იმ ქმედებებისთვის, რაც ჩაიდინეს. თქვენს მთავრობაზეა ასევე გირგვლიანის საქმე, რომელზეც განაჩენი სტრასბურგმა უკვე გამოუტანა, თქვენს მთავრობაზეა არა ერთი უკანონოდ დაპატიმრებულისა და მოკლულის საქმე.
ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ. ჩვენი სამშობლოს დისკრედიტაცია პატიმრების ცოცხებით გაუპატიურება იყო და არა ის, რასაც ბიძინა ივანიშვილს აბრალებთ.
ომის დაწყებას რაც შეეხება, მას არასდროს უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო", - აღნიშნა კობახიძემ.