ინტერნეტში დღითიდღე მეტ პოპულარობას იძენს ფოტო, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეა გადაღებული. საქმე იმაშია, რომ პორტუგალიისა და საფრანგეთის საფეხბურთო გუნდების შეხვედრაზე სააგენტო Associated Press-ის ფოტოგრაფმა კადრში მოჩვენება დააფიქსირა.
შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 1:0 პორტუგალიელების გამარჯვებით დასრულდა, გოლი თამაშის 85-ე წუთზე გაიტანეს. სწორედ ამ დროსაა გადაღებული ფოტოც, მის წინა პლანზე, გოლის გატანით გახარებული ნახევარმცველი ჩანს, რომელიც გამარჯვების აღსანიშნავად თანაგუნდელებთან გარბის, უკანა ფონზე ტრიბუნა და გულშემატკივრები ჩანან, გულშემატკივართა შორის არის მოჩვენება, რომელიც მე-19-ე საუკუნის სამოსშია გამოწყობილი.
ფოტომ იმდენად დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ ამ საქმეში ექსპერტებიც ჩაერთვნენ. მათი განცხადებით, არანაირი „მოჩვენება“ კადრში არ მოხვედრილა და ადამიანი, რომელსაც წარსულის აჩრდილად თვლიდნენ, ფრანგული კლუბის პარი სენ ჟერმენის მოხუცი გულშემატკივარი აღმოჩნდა, რომელმაც სწრაფად ადგომა ვერ მოახერხა და კადრიც მოძრაობაში „გაითხაპნა“.