"ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ,,ქართული ოცნების" პროგრამას უარყოფითად აფასებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ფუნქციონირება.
„ჩვენ უარყოფითად ვაფასებთ წარმოდგენილ პროგრამას, რომელსაც თავად მინისტრობის კანდიდატები არ ეთანხმებიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხელს არ შეუშლით ამ პროცესს, რადგან მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს ფუნქციონირება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ის დანაპირები, რომელსაც ,,ქართული ოცნება" ჰპირდებოდა", _ განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
ცნობისთვის, პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ საპარლამენტო სხდომაზე დეპუტატება ახალ მთავრობას შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ.