კომპანია „თელასის“ ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლები დღეს, კომპანიის ცენტრალურ ოფისთან კომპანიის კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გადადგომის მოთხოვნით, ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავენ.
„თელასის“ სამგორის ბიზნესცენტრის ყოფილი თანამშრომელის ნინო ტივაძის განცხადებით, აქციაზე „თელასის“ ყველა სერვისცენტრის თანამშრომელი შეიკრიბება.
ტივაძის თქმით, არსოშვილის გაგადგომასთან ერთად, მათი მთავარი მოთხოვნა გათავისუფლებული 125 თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებაა, რომელთაც წასვლის შესახებ განცხადებები იძულებით დააწერინეს.
„თელასის“ თანამშრომლები საპროტესტო აქციებს მეორე კვირაა მართავენ. აღნიშნული მოთხოვნები, „თელასის“ პროფკავშირების თავმჯდომარე მალხაზ ღონიაშვილი მესანე დღეა შიმშილობს.
ზურაბ არსოშვილმა კი, 22 ოქტომბერს კომპანიის გენერალურ დირექტორ აშოტ მანუკიანს უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ განცხადებით მიმართა.