გაეროსა და არაბული სახელმწიფოების ლიგის სპეციალური წარმომადგენლის ლახდარ ბრაჰიმის განცხადებით, ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, სირიაში ბრძოლები შეჩერდება.
ამის შესახებ არაბული სახელმწიფოების ლიგის წარმომადგენლებთან ერთად, გადაწყვეტილება ქაიროში შეხვედრისას, დღესასწაულის წინ მიიღეს.
„დამასკოში ჩემი ვიზიტის შემდეგ, ქაიროში შევთანხმდით, რომ დღესასწაულის დღეებში ყოველგვარი ძალადობა და ბრძოლა შეწყდებოდა.დიდი იმედი მაქვს, ეს რაღაც ახლის დასაწყისი იქნება, სირიის პრობლემის მოგვარების საქმეში“,-განაცხადა ბრაჰიმმა. მისი განცხადებით, არაბული სახელმწიფოების ლიგის განცხადებას სირიელი აჯანყებულებიც დაეთანხმნენ.