გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კორეელი რეპერის, Gangnam Style -ის ავტორის PSY-ის თაყვანისმცელთა რიგებში ჩაეწერა.
ამის შესახებ, მან მომღერალთან შეხვედრისას, გაეროს შტაბ-ბინაში განაცხადა.
„ცოტას ვეჭვიანობ, რამდენიმე დღის წინ ვამბობდი, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კორეელი ვარ. ახლა, იძულებული ვარ უკან დავიხიო“- განაცხადა პან გი მუნმა და აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის შენობაში არა, ერთი არამედ ორი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კორეელი იმყოფებოდა. „ჩვენ ხშირად გვაქვს რთული მოლაპარაკებები გაეროში, ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში „Gangnam Style“ უნდა ჩავრთოთ, რომ ყველა გაჩერდეს და ცეკვა დაიწყოს“-იხუმრა პან გი მუნმა და შეეცადა რეპერთან ერთად, მისი ცეკვის მოძრაობები გაემეორებინა.
რეპერი გახარებული ჩანდა, ხუმრობდნენ კიდევაც, - ის თავისი კლიპის მსოფლიო ჩარტებში გამარჯვებზე მეტად იმან გაახარა, რომ ეს კლიპი პან გი მუნმა ნახაო.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეელი მომღერლის PSY-ის ვიდეოშედევრი „Gangnam Style“, ვიდეოპორტალ YouTube-ს ისტორიაში ყველაზე პოპულარული ვიდეორგოლი გახდა. ამ მომენტისთვის ის 300 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე მოთხოვნადი ვიდეო YouTube-ს ისტორიაში.
ამ პოპულარულმა ვიდეომ მოიპოვა არაერთი პრემია და ჯილდო. სოციალურ ქსელებში გაჩნდა მისი „ქავერ“ ვერსიები. თავად მომღერალს ყოველთვის იწვევენ შოუებში, სადაც გულშემატკივრებისთვის, თავის ექსკლუზიურ, სასაცილო ცეკვას ასრულებს, რომელიც ცხენზე ჯირითის იმიტაცია უფროა, ვიდრე ქორეოგრაფია.