საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ივანიშვილს სურს, როგორც ჭორვილაა, ისე იყოს მთელის საქართველო. „ყოველგვარი ქილიკისა და ნიშნის მოგების გარეშე“,-დასძინა ბარამიძემ.
ბარამიძის განცხადებით, ოპოზიციასაც და საქართველოს მოსახლეობასაც აინტერესებს როდის შეასრულებს ხელისუფლება დანაპირებს, რის გამოც საქართველოს მოსახლეობამ მას ხმა მისცა.
„ბუნებრივია ჩვენ, როგორც ოპოზიციას, რომელსაც ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს, გვსურს კონკრეტულად გავარკვიოთ ქართველი ხალხის სახელით, განსაკუთრებით მათი სახელით, ვინც მოგცათ ხმა, როდის შესრულდება ეს დანაპირებები. ეს არ არის უბრალოდ ოპოზიციის ხრიკი ჩაეკირკიმალოს და რაღაცაში გამოიჭიროს ხელისუფლება. ეს არის გულწრფელი სურვილი და ინტერესი, ვიცოდეთ, როგორ და როდის წარმოგიდგენიათ ამ დაპირების შესრულება, იმიტომ, რომ ამან განსაზღვრა ის არჩევანი, რა არჩევანიც გააკეთა საქართველოს საზოგადოებამ",-განაცხადა ბარამიძემ და დაამატა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის არა მარტო მდიდარი ადამიანი, ის ქართველი ხალხის აღქმაში არის ადამიანი, „რომელიც ქართველ ხალხს ოცნებებს აუხდენს“ და სწორედ ეს აინტერესებს ოპოზიციას, როდის აუხდენს ის ხალხს ოცნებებს.