ბიძინა ივანიშვილი: პენსიების საარსებო მინიმუმთან გათანაბრება ერთ ან რამდენიმე წელში მოხდება, მაგრამ ეს რეალურია

ბიძინა ივანიშვილი: პენსიების საარსებო მინიმუმთან გათანაბრება ერთ ან რამდენიმე წელში მოხდება, მაგრამ ეს რეალურია

 "პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრება ერთ ან რამდენიმე წელში მოხდება, მაგრამ ეს რეალურია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როდიდან იგეგმებოდა პენსიის გაზრდა. 

ივანიშვილი აცხადებს, რომ პენსია უნდა იყოს საარსებო მინიმუმის ტოლი, თუმცა ამის განხორციელების კონკრეტულ დროს არ ასახელებს.

„ბევრჯერ მითქვამს, რომ პენსია უნდა იყოს საარსებო მინიმუმის ტოლი, თუმცა კონკრეტული ვადების დასახელებისგან თავს შევიკავებ. დროზე ფიქსირებას არ ვაკეთებდით და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მივაღწიოთ ასეთ ციფრს. პენსიასთან დაკავშირებით ვერსად ვერ ნახავთ გამონათქვამს, რომ ჩვენ ამას ვაპირებდით მოსვლისთანავე. დროს ვერ დავაკონკრეტებ, ეს იქნება ერთ წელიწადში თუ უფრო გვიან, ეს იქნება დამოკიდებული, როგორ მოვახერხებთ ბიუჯეტის გაზრდას, ინვესტიციების მოზიდვად და ა.შ. ეს იქნება 1 ან რამდენიმე წელში, მაგრამ ეს რეალურია", - განაცხადა ივანიშვილმა.