ივანიშვილის განცხადებით, თუ ვინმეს ელიტური კორუფციის არსებობაში ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, ამის ფაქტებს მალე იხილავს.
„ელიტურ კორუფციაზე ბევრს ვსაუბრობდით და ამაში ყველა დარწმუნებულია, თუ ვინმეს რწმუნება გაკლიათ ბევრი სასამართლოს მეშვეობით დარწმუნდებით. მე ამაში ჩარევას არ ვაპირებ, თუმცა გამოძიება იქნება“, - განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის უმცირესობასთან შეხვედრისას.
კოალიცის ლიდერმა ეს პასუხი უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
გივი თარგამაძე დაინტერესდა, მაშინ, როდესაც მომავალი მთავრობა ბევრს საუბრობს ენერგომაფიაზე, ის, რომ ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატს ჰქონდა ფირმა, რომელიც ჩართული იყო ამ ბიზნესში, ნიშნავს თუ არა, რომ ისიც კავშირშია ენერგომაფიასთან და რამდენას სწორია ის, რომ კახა კალაძე, მხოლოდ მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ განაცხადა „საქჰიდრომშენის“ შესახებ.
„არაფერი პირადული, უბრალოდ არ მინდა, ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კითხვა დარჩეს“, - აღნიშნა თარგამაძემ.
რაც შეეხება კახი კალაძეს, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ კალაძეთან დაკავშირებით კითხვებისა და ეჭვის საფუძველი არ არსებობს და კალაძე „საქჰიდრომშენს“ მალე კანონის ფარგლებში გაასხვისებს და უმცირესობას მოუწოდა, თუ არსებობს იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ კახა კალაძე ყოფილ ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა, შეუძლიათ დაასახელონ.