სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილედ პროფესორ ლალი მოროშკინას დანიშვნას მოითხოვენ. მათ სოზარ სუაბრის სახელზე მიმართვაც გაავრცელეს. მიმართვას ხელს 5000-ზე მეტი პატიმარი და 70-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცი აწერს.
„მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობის, მსჯავრდებულთა წამებისა და უფლებადარღვევების შესახებ. ამ რეალობამ მოსახლეობის პროტესტი განაპირობა, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების ცვლილებით დაგვირგვინდა. ქართველი საზოგადოებისათვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ამოცანაა პენიტენციალური სისტემის დემოკრატიულ ღირებულებებზე მორგება, იქ გამჭვირვალობის დამკვიდრება. ჩვენი გაკვირვება გამოიწვია, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ არ წარდგენილა ლალი მოროშკინა.
შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინა 2000-2002 წლებში განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მოადგილე გახლდათ, რომელიც რთულ კონფლიქტურ ზონებში ქართველი პატიმრების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების საკითხებს კურირებდა. აქვს დიდი გამოცდილება და მისი ძალისხმევით მრავალი უკანონო პატიმრის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი. ლალი მოროშკინა არის პოლიტიკური რომანების, მათ შორის გახმაურებული ბესტსელერის _ "გისოსებს მიღმა საქართველოა" ავტორი, სადაც თანამედროვე პენიტენციალური სისტემის მანკიერი მხარეებია ასახული. იმ ფონზე, რომ ახალ ხელისუფლებაში შესამჩნევად დარღვეულია გენდერული ბალანსი, გთხოვთ, სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელის ერთ-ერთ მოადგილედ ლალი მოროშკინას კანდიდატურა განიხილოთ, რომელიც მოწოდებულია გამჭვირვალობის შესაქმნელად და ასევე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ მსჯავრდებულთა საქომაგოდ”,-ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
მიამრთავს ხელს რეზო ამაშუკელი; ჯანსუღ ჩარკვიანი; ელიზბარ ჯაველიძე; დავით სოკოლოვი; გურამ ფირცხალავა; დიმა ჯაიანი; ლალი აფციაური; რამაზ საყვარელიძე; სოსო მანჯავიძე; ლაშა ამირეჯიბი; ნინო რატიანი; იური ვაზაგაშვილი; გელა ნიკოლაიშვილი; დიმიტრი ლორთქიფანიძე; ზაზა ხატიაშვილი; გიორგი თევზაძე; მარინა სალუქვაძე; ზაზა მარჯანიშვილი; ზვიად გურული; ქეთი დოლიძე; ერეკლე საღლიანი; მაიკო შათირიშვილი; დეკანოზი ელიზბარი (დიაკონიძე); დიაკონი როსტომ ლორთქიფანიძე; დედა თამარი (მარინა ქევხიშვილი); კახა კახიშვილი; ვალერი კვარაცხელია; თაკო ჩარკვიანი; ვანო პავლიაშვილი; ირაკლი ლაბაძე; კახა კუკავა; დაჩი ცაგურია; ლაშა ჩხარტიშვილი; მალხაზ თოფურია; ნანა დევდარიანი; ჯემალ სეფიაშვილი; ილგარ მამედ-ზადე; გელა ზედელაშვილი; ნინო სამხარაძე; ნინო ლაბარტყავა; თამარ ოქრუაშვილი; გაგა ხვედელიძე; გელა კეტაშვილი; ადა მარშანია; ბაკურ ბაკურაძე; მედიაკორპორაცია "ასავალ-დასავალის" კოლექტივი; პატიმრები: ნორა კვიციანი; ნანა თხელიძე; მელორ ვაჩნაძე; გოჩა და შმაგი აფრასიძეები; ირაკლი დოკვაძე და საზოგადოების სხვა გამოჩენილი მოღვაწეები აწერენ.