კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს, პარლამენტში უკვე მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა „ქართული ოცნების" პრიორიტეტები და დასძინა, რომ ეს არის სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მზად არის, უმცირესობის ყველა შეკითხვას უპასუხოს.
„დაველოდოთ შეკითხვებს და მათ აუცილებლად ვუპასუხებ. რა უნდათ და რა იქნება მათი მხრიდან მთავარი შეკითხვები, არ ვიცი. სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს", - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
ამასთან, უმცირესობასთან შეხვედრა დღეისთვის არის დაგეგმილი.