წუხელ ქუთაისში ძლიერ წვიმის გამო, პარლამენტის შენობის ფოიეში რამდენიმე ადგილას წყალი ჩავიდა. წყლის გუბეების გაწმენდას ამ დროისთვის დამლაგებლები ცდილობენ.
გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობაში რამდენიმე ადგილას მედიამ მღრნელები და კოღოებიც შენიშნა.
ცნობითვის, ქუთაისის პარლამენტის ახლადაშენებულ შენობაში წყლის ჩასვლის შემთხვევა პირველი არ არის. საკანონმდებლო ორგანო პირველ სხდომას გამართავამდე, შენობაში წყალი რამდენჯერმე ჩავიდა.