საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იწყებს „მკითხველთა კლუბის“ პირველი პროექტს, სახელწოდებით „მკითხველთა კინოკლუბი“.
პროექტის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში რეგულარულად მოეწყობა კინოკლასიკის ნიმუშების ჩვენება, რომელსაც გაუძღვება პროექტის ავტორი ქეთი ბააკაშვილი. ჩვენებებში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი კინომცოდნეები, სეანსის შემდომ დისკუსიაში ჩაერთვება აუდიტორია.
პირველი კინოჩვენება 26 ოქტომბერს, 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გაიმართება. წარმოდგენილი იქნება გერმანელი რეჟისორის ვიმ ვენდერსის ფილმი „პინა - ვნებათა ცეკვა“. ფილმს მოწვეული კინომცოდნე ელისო გაზდელიანი წარადგენს.
„პინა - ვნებათა ცეკვა“ გერმანელი რეჟისორის ვიმ ვენდერსის ბოლო, 2011 წლის ნამუშევარია. ფილმი, რომელსაც მოიხსენიებდნენ როგორც „პირველი არტ-ჰაუსი 3D-ში“... მსოფლიო პრემიერა გასული წლის თებერვალში გაიმართა, ხოლო კინოგაქირავებაში აგვისტოს თვეში ჩაეშვა.
ფილმი არის ფილიპინა ბაუშზე, პინაზე, მეოცე საუკუნის, ერთ-ერთ, უდიდეს გერმანელ ქორეოგრაფსა და რეჟისორზე, რომლის სახელიც დაკავშირებული თანამედროვე საცეკვაო ხელოვნებასთან, რასაკვირველია, ვუპერტლთან, ამ ქალაქის და ზოგადად ცეკვის თეატრთან. სწორედ ამ ქალაქში და ამ თეატრში ვითრდება ფილმის „მოქმედება“.
რა თქმა უნდა, ეს არის ფილმი ცეკვაზე და მას სიუჟეტი, როგორც ასეთი, არ აქვს. იგი თვისობრივად ეკლექტურია, როგორც ბაუშის წარმოდგენა ცეკვაზე („დროის, აზრისა და ემოციის პლასტიკური გამოხატულება“). ფილმი შედგება ინტერვიუებისაგან, სადაც რესპონდენტები პინას დასის შემსრულებლები არიან, საარქივო ჩანაწერებისა და პინას სხვადასხვა სპექტაკლიდან ფრაგმენტების სახით წარმოდგენილი საცეკვაო მინიატურებისგან, რომლებიც სრულდება მაყურებლისთვის ყველაზე წარმოუდგენელ ადგილებში: ქუჩებში, პარკებში, მეტროსა და ქარხნებშიც კი...
დასარულს, მიუხედავად ერთგვარი ფრაგმენტულობისა, ყოველი ცალკეული ცეკვა დამოუკიდებელი ისტორიასავითაა, ერთი კონკრეტული ამბავია, ცეკვითა და სხეულის უნივერსალური/მარადიული, ჟესტების ენის საშუალებით გადმოცემული და რეფლექსირებული“- წერს ფილმის შესახებ კინომცოდნე ელისო გაზდელიანი.