ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის განცხადება თავზე არ გადაუხევიათ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის განცხადება თავზე არ გადაუხევიათ

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი ქადაგიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა, რომელიც "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა თავზე გადაახიეს (რასაკვირველია, არაპირდაპირი გაგებით). ეს ინფორმაცია from.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს კახა ბარაბაძეს ტელეფონით დავუკავშირდით. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ მან განგვიცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ირაკლი  ქადაგიძის მხრიდან განცხადების დაწერის და შემდეგ თავზე გადახევის ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება.