გიორგი ვოლსკი : გოკა გაბაშვილი დემაგოგიურად სვამს საკითხს და შემდეგ თვითონვე პასუხობს
საპარლამენტო მუშაობა დაიწყო და როგორც მოსალოდნელი იყო, მწვავე კამათისა და ბრალდებების ფონზე. რატომ შემოაბრუნა თავისი წინასაარჩევნო თეზისები "ქართულმა ოცნებამ" 180 გრადუსით, რატომ არ უნდა დაველოდოთ პუტინის წასვლას და ჩვენს ნატოში შესვლას და ეყოფათ თუ არა "ქართული ოცნების" დეპუტატებს ნერვები მშვიდი საპარლამენტო მუშაობისთვის? From..ge "ქართული ოცნების" დეპუტატს გიორგი ვოლსკის ესაუბრა.
იყო თუ არა საუბარი "ქართული ოცნების" თეზისებში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და რატომ შემოაბრუნა კოალიციამ თავისი თეზისები 180 გრადუსით?
-"ქართული ოცნების" საპროგრამო თეზისებში რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ არის. ამ თეზისებში საუბარია იმაზე, საჭიროა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების, მათ შორის ბაზრის აღდგენა და სწორედ ეს თქვა მაია ფანჯიკიძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ამ მოსმენაზე საუბარი შეეხო თემასაც- დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების ფონზე, რამდენად რეალურია, რომ საქართველოს ინტერესები იქნეს გათვალისწინებული და კიდევ მრავალ სხვა საკითხს, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციას შეეხება.
ვფიქრობ, გოკა გაბაშვილის კომენტარები იმ რეალობიდან არის მოწყვეტილი, რაც სხდომაზე იყო. ის აკეთებს ინტერპრეტაციას და შემდეგ თვითონვე სცემს პასუხს. მაია ფანჯიკიძემ საკმაოდ კარგად ჩამოაყალიბა თავისი ხედვები . ეს ნაციონალების ტაქტიკაა, თითქოს მათი პოზიცია სწორად მიდიოდა, მათ უმაღლეს მწვერვალებს მიაღწიეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ევროატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებაში და ამ მწვერვალებზე ასულებს მიაჩნიათ, რომ არასწორად პასუხობს კოალიციის ერთი ან მეორე კანდიდატი. სხდომაზე გოკა გაბაშვილი დემაგოგიურად სვამდა საკითხებს და შემდეგ თვითონვე სცემდა პასუხებს. ისინი ნებისმიერ კომენტარზე გვეუბნებიან-თქვენ ეწინააღმდეგებით თქვენ ადრე გამოთქმულ მოსაზრებას? ჩვენ ვპასუხობთ , რომ ეს არის პროფესიონალური მიდგომა ნებისმიერ საკითხებზე, თუ პროგრამა როგორ უნდა განხორციელდეს. თუმცა, მათ ეს არ აინტერესებთ, ისინი %245 თვითონვე246% დემაგოგიურ შეკიტხვებს სვამენ.
ფიქრობთ, რომ ასეთი დემაგოგიური ფორმატით გაგრძელდება საპარლამენტო მუშაობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან?
-რასაკვირველია, შემდგომი მუშაობა წავა სწორედ მსგავს დემაგოგიურ ფორმატში. ამ სხდომაზე პროფესიონალური კამათი არც ყოფილა. მე სხვანაირად არც ველოდებოდი. უმცირესობას სურს შექმნან ილუზია, რომ ისინი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში უმაღლეს მწვერვალებზე არიან ასულები, რაც რა თქმა უნდა, რეალობას არ წარმოადგენს და ამას არჩევნების შედეგებიც გვიჩვენებს.
დღევანდელი კომიტეტების მოსმენები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ, რომ საკმაოდ მწვავე კამათი იქნება ბევრ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, საპარლამენტო უმცირესობა რიტორიკულად ახსენებს, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ისინი ჩვენთან საერთო პოზიციების გამონახვას შეძლებენ.
რამდენად ეყოფათ "ქართული ოცნების" დეპუტატებს ნერვები, გაუძლონ ასეთ დემაგოგიურ შემოტევებს და ხომ არ გადაიზრდება მწვავე ფიზიკურ დაპირისპირებაში საპარლამენტო მუშაობა?
-არავითარ შემთხვევაში, ჩვენი სტრატეგია ეს არ გახლავთ. ჩვენთან კომიტეტებში პროფესიონალები მუშაობენ, რის ნაკლებობასაც რასაც მწვავედ განიცდის "ნაციონალური მოძრაობა", დიპლომატია საერთაშორისო ასპარეზზე სწორად მოქმედებას ან სწორი ხედვების ჩამოყალიბებას არ ნიშნავს მარტო, ეს შიგნით მუშაობისთვისაც საჭიროა.
ჩვენი ოპონენტები ჩვენი სტრატეგიული კურსის უპირატესობაში უნდა დავარწმუნოთ იმ კურსთან შედარებით, რაც მათ ჰქონდათ. თუ მიზნად გაიხდი, რომ არაფრით არ უნდა დაეთანხმო ამ კურსს და ოპონენტებს მუშაობაში ხელი შეუშალო, მაშინ შეიძლება მოიქცე ასე. უმრავლესობა გადაწყვეტილებებს მაინც მიიღებს.
მალე კონკრეტული შედეგებით გამოჩნდება, სად ვიყავით და სად ვიქნებით სულ მოკლე დროში. დარწმუნებული ვარ, სულ მალე ჩვენ უფრო ახლოს ვიქნებით ევროატლანტიკურ სტანდარტებთან. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შემოთავაზებული განცხადებებიც უხერხემლოა. მათ, მაგალითად , ასეთი პოზიცია აქვთ -აშენდება ლაზიკა , რუსეთში პუტინი აღარ იქნება და რუსეთი გახდება დემოკრატიული, ჩვენ ვიქნებით ნატოში. ეს პოზიცია თუ სწორია, და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას თუ ასე უნდა დაველოდოთ, ილაპარაკოს მაშინ გაბაშვილმა.
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საფრთხეები რაც არსებობს, მოიხსნას. ეს კი სერიოზულ მოლაპარაკებებს მოითხოვს, რაც ამდენი წლის განმავლოაბში არ ყოფილა ჩვენსა და რუსეთს შორის. დასავლეთი მზად არის მხარდაჭერა აღმოგვიჩინოს ამ საქმეში. საქართველოში არსებული ციხეების ფონზე, სოციალურ-ეკონომიკურნაწილში თუ ჯარის ნაწილში არსებული პრობლემების ფონზე, რა დემოკრატიაზე საუბარი? სწორედ ამ უმძიმესი ფონიდან სურთ "ნაციონალურ მოძრაობას" ყურადღების გადატანა და ამიტომ მიმართავენ