მუსლიმთა წმინდა ქალაქში მექაში სულ უფრო და უფრო მეტი მომლოცველი ჩადის. 25 ოქტომბერს მუსლიმები თავის უდიდეს დღესასწაულს ჰიჯრას აღნიშნავენ.
ამ დღეს მილიონობით მომლოცველი მექაში, წმინდა მეჩეთის გარშემო იკრიბება. მეჩეთის შიდა ეზო ერთდროულად 130 000 ადამიანს იტევს.
ვარაუდობენ რომ მექაში წელსაც, მომლოცველების რაოდენობა 3 მილიონს გადააჭარბებს. ქალაქის ხელმძღვანელობამ და სამართალდამცავებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მომლოცველებისთვის შესაბამისი პირობები შეექმნათ.
შუაზიურ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც მუსლიმებმა ყურბან-ბაირამის აღნიშვნა კვირას დაიწყეს. მათ მთელ მსოფლიოში მშვიდობის, კეთილგანწყობისა და სიკეთის ლოცვა მეჩეთებში აღავლინეს.