ტერაქტების სერიამ ბაღდადის შიიტურ რაიონში 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 24 ადამიანი კი მძიმედაა დაჭრილი.
ტერაქტების სერია ერთდროულადშულას და შიკოკის რაიონებშიმოხდა. შულაში რამდენიმე მანქანა ერთდროულად აფეთქდა, შიკოკის რაიონში კი ადამიანები პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს.
Assotiated press-ის ინფორმაციით, ტერაქტებს საფუძვლად შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირება უდევს საფუძვლად. ერაყის მოსახლეობის 66%-ს შიიტები წარმოადგენენ, 34%-ს კი სუნიტები. ამ დაპირისპირების შედეგად, ერაყში არცთუ ისე იშვიათია აფეთქებები და ტერაქტები.