იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატის დავით დარახველიძის განცხადებით, არასამთავრობოების მხრიდან, მისი მისამართით არსებული კითხვები აღარ არსებობს.
„მე ჩემი მომავალი გუნდის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ შევხვდით იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვისაც კითხვები ჰქონდა. ვისაუბრეთ და ჩემი აზრით, კითხვები უკვე აღარ არის. ყველაფერი ნათელია. ჩემის მხრიდან იყო გარკვეული შეცდომები დაშვებული, ზოგიერთი რამ არასწორად იყო ინტერპრეტირებული, თუმცა ამ ყველაფერს ნათელი მოეფინა და ვფიქრობ, რომ საკითხი დამთავრებულია“, - განაცხადა დარახველიძემ.
დარახველიძის თქმით, ის ეცდება, დევნილთა პრობლემები მოკლე ვადებში მოაგვაროს.
მან აღნიშნა, რომ მუშაობა ყველა მიმართულებით გაგრძელდება
„ბინების მშენებლობა, საცხოვრებელი ფართების შესყიდვა-გადაცემა, ასევე ფულადი კომპენსაციის მიცემა და ვეცდებით, მაქსიმაულურად მოკლე ვადებში ეს პრობლემები მოგვარდეს“, - განაცხადა დარახველიძემ.