ბორჯომის პირველი ქარხნის თანამშრომლებიუ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო ხელშეკრულების გადახედვას ითხოვენ.სამუშაო პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია.
კომპანიის თანამშრომლების განცხადებით, ქარხანაში ხელფასები ძალიან სასაცილოა, სანიტრების ხელფასი დღიურად 6 ლარი და 70 თეთრია.
„ხელფასები 100%-ითაც რომ გაიზარდოს, დღეში 12 ლარი გამოვა. 24 დღეზე რომ გადაანგარიშო, თვეში 200 ლარიც არ გამოდის. ჩვენი პირველი მოთხოვნა ხელფასის გაზრდაა. არის დაპირებები, გავა 2-3 წელის და მხოლოდ 1 ლარს გვიმატებენ. სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს“,-აცხადებენ კომპანიის თანამშრომლები.
ქარხნის დირექტორის სტეფანე გაბრიელაძის განცხადებით, კომპანია „ბორჯომის“ ხელმძღვანელობა რამდენიმე საათში ბორჯომში ჩავა და გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდება.