მაია ფანჯიკიძე: საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და დიპკორპუსის არც ერთ თანამშრომელი თანამდებობას არ დატოვებს

მაია ფანჯიკიძე: საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და დიპკორპუსის არც ერთ თანამშრომელი თანამდებობას არ დატოვებს

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და დიპლომატიური კორპუსის არც ერთ თანამშრომელს თანამდებობის დატოვება არ მოუწევს.

როგორც მაია ფანჯიკიძემ დღეს პარლამეტში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ის პრაქტიკა, როდესაც მინისტრი მოდიოდა და ყველა ელჩი იყო გათავისუფლებული, როგორც ეს ორჯერ მოხდა, „ვარდების რევოლუციის" შემდეგ და 2009 წელს, არ განმეორდება.

„არც ერთ თანამშრომელს არ მოუწევს თავისი თანამდებობის დატოვება, თუ რაიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება პოლიტიკურ მმართველობას. შეიძლება, საკადრო ცვლილებები რამდენიმე პირს შეხოს, თუმცა არა დიპლომატიური კორპუსის და ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს”, - განაცხადა ფანჯიკიძემ.