"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ჯგუფის მთავარი მიზანი პარტიის განახლების კონცეფციის შემუშავების მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაო ჯგუფს ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მერაბიშვილი პარტიის წევრებთან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან მართავს შეხვედრებს, რომლის მიზანიც პარტიის მიერ დაგროვილი გამოცდილების შეჯამება და ასევე ახალი იდეების გენერირების განხორციელებაა.
ამასთანავე, „ნაციონალური მოძრაობის" განახლების კონცეფციის საფუძველზე პარტიის შემადგენლობის გადახალისება და ახალი სახეების წარმოჩენაც იგეგმება.