ახალ მინისტრთა კაბინეტში დროებით დასაქმების სახელმწიფო სამინისტროც იმუშავებს. მინისტრის პოსტზე კახა საკანდელიძის კადიდატურა არის წარდგენილი, რომელიც დღეს როგორც მინისტრობის კანდიდატი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრებს შეხვდება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ირინა იმერლიშვილის განმარტებით, კანონმდებლობაში დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა არსებობს და ჯერ მისი გაუქმება არ მომხდარა.
„შესაბამისად მინისტრი ამ პოზიციაზე მუშაობას შეუდგება, გაეცნობა საქმეებს. თუმცა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გადაწყვეტილი აქვს, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის გაუქმება და ეს გადაწყვეტილება კანონმდებლობაში აუცილებლად აისახება",-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, კახა საკანდელიძის კანდიდატურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე განიხილებოდა. ამიტომ ის ვარაუდობს, რომ დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტის გაუქმების შემდეგ საკანდელიძე საკუთარ საქმიანობას ჯადაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს.