კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 140 წლისთავის და თეატრის დაარსების 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რეჟისორებმა ლევან წულაძემ და დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგეს სპექტაკლი სახელწოდებით „კოტე მარჯანიშვილი“. სპქტაკლის პრემირა მარჯანიშვილის თეატრში დღეს, 20:00 საათზე შედგება. პიესის ავტორია გურამ ბათიაშვილი, მასში მოთხრობილია თეატრის შექმნის ისტორია.
კოტე მარჯანიშვილის როლს აკაკი ხიდაშელი, ხოლო ვერიკო ანჯაფარიძის როლს ეკა ჩხეიძე ასრულებენ. ასევე, სპექტაკლში კოტე მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობის დროინდელი მსახიობების როლებს მანანა კოზაკოვა, ნინო დუმბაძე, ლილე ფილფანი და სხვა მსახიობები ასრულებენ.