ტელეკომპანია „მაესტროს“ ინფომაციით, ტელე-რადიო „იმედის“ მფლობელი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუფი“ ყოფილმა მესაკუთრეებმა ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს 3 ლარად დაუთმეს.
საჯარო რეესტრში 19 ოქტომბერს გაფორმებული გარიგების თანახმად, გიორგი არველაძემ - 45%, გიორგი კორახაშვილმა - 30% და გიორგი მიქელაძემ - 15% 1-1 ლარად დათმეს.
ჯოზეფ ქეიმ კი, კუთვნილი 10% შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ პატარკაციშვილებს ტელეკომპანია „იმედი“ რამდენიმე დღის წინ დაუბრუნეს.