„ახალი ქართული პიესა 2012“: პიესების კონკურსი თუმანიშვილის თეატრში

„ახალი ქართული პიესა 2012“: პიესების კონკურსი თუმანიშვილის თეატრში

გუშინ, 22 ოქტომბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდმა ახალი ქართული პიესის კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაცია კონკურსის შესახებ  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ერთობლივ  პრესკონფერენციაზე გავრცელდა.

ჟურნალისტის კითხვებს უპასუხეს, თუმანიშვილის ფონდის ხელმძღვანელმა მანანა ანთაძემ, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის    თავჯდომარე ნეკა სებისკვერაძემ და  თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მმართველმა ზურაბ გეწაძემ.

მათი განცხადებით, გამარჯვებულ პიესას ხუთკაციანი ჟიური გამოავლენს, რომელთა ვინაობაც 2012 წლის 7 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი.

კონკურსში გამარჯვებული პიესა კონომსახიობთა თეატრის სცენაზე დაიდგმება. კონკურსი კინომსახიობთა თეატრისა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

თუმანიშვილის ფონდმა 2006 წელს დაიწყო პროექტი „ახალი დრამატურგია“, და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება 2 კონკურსი: „ახალი ქართული პიესა“ და    „ახალი თარგმანი."